Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მილიკის ტრანსფერზე მუშაობას ანახლებს

გუშინ მილანის ერთ-ერთმა მთავარმა სატრანსფერო სამიზნემ ოლივიე ჟირუმ ჩელსისთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა, თუმცა ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვეტერან ფეხბურთელს მხოლოდ ინგლისურ გუნდებში არ შეეძლება გადასვლა და უცხოურ გუნდებს მისი გაფორმება უფასოდ კვლავ შეეძლებათ.

ამის მიუხედავად, მილანი ჟირუს ალტერნატიულ ვარიანტებზე უკვე ამუშავდა და MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერის სატრანსფერო რადარზე არკადიუშ მილიკი დაბრუნდა.

27 წლის პოლონელი ფორვარდი მარსელს ნაპოლიდან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, იჯარის წესით შეუერთდა და 13 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა. კონტრაქტის მიხედვით, მარსელს მილიკის გამოსყიდვის ვალდებულება აქვს, თუმცა იმის გამო, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხა, მილიკს ფრანგული გუნდის დატოვება 12-13 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება.

მილანს დუშან ვლაჰოვიჩის, ჯანლუკა სკამაკას და ჯაკომო რასპადორის გაფორმება სურდა, თუმცა მათი ტრანსფერი ამ ეტაპზე სატრანსფერო ფასის გამო გამორიცხულია, მილიკი კი თავისი გამოცდილების და კლასის გამო შეტევის იდეალური გაძლიერება იქნება…

გათიშვა