Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი მინო რაიოლასთან 6 ფეხბურთელის მომავალს განიხილავს

როსონერიმ მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო,სტეფანო პიოლის რალფ რანგნიკით ჩანაცვლებისთვის ემზადება და გერმანელ სპეციალისტთან ერთად ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს,ამაში კი მინო რაიოლას,მსოფლიოშ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აგენტს,მნიშვნელოვანი როლი ექნება.

MilanNews-ის ცნობით,მილანის წარმომადგენლები აგენტს უკვე შეხვდნენ და 6 ფეხბურთელის მომავალი განიხილეს:ალესიო რომანიოლი,ჯიჯო დონარუმა,ზლატან იბრაჰიმოვიჩი,ჯეკ ბონავენტურა,დენზელ დუმფრისი და რაიან გრავენბერჩი.

როსონერის კაპიტანის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მხარეები უკვე მუშაობენ.რაიოლა რომანიოლის წლიურ ანაზრაურებად 4.5 მილიონ ევროს ითხოვს.მილანი ამ თანხის გადახდაზე თანახმაა,თუმცა ბონუსების სისტემით.ორივე მხარეს თანამშრომლობის გაგრძელება უნდა.

იგივე მდგომარეობაა დონარუმას შემთხვევაშიც,თუმცა კიპერის ხელფასი გაცილებით მეტია.მილანს სურს საჭირო ფეხბურთელებს გრძელვადიანი კონტრაქტები გაუფორმოს,ერთი და იგივე ხელფასით.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.ივან გაზიდისთან კონფლიქტის შემდეგ,ლეგენდარული შვედის გუნდში დატოვებას თავად რანგნიკიც ვერ შეძლებს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი,რომელიც მილანს დატოვებს – ბონავენტურაა,რომელიც მილანს 2014 წელს შეუერთდა.მილანი აფასებს მის სურვილს,რომ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს,თუმცა მათი გზები სეზონის ბოლოს გაიყოფა.

როსონერის რადარზე დენზელ დუმფრისი უკვე დიდი ხანია იმყოფება.პსვ ფეხბურთელს 20 მილიონად აფასებს და მის სანაცვლოდ მხოლოდ ფულის მიღება სურს.მილანი კი თავის მხრივ ტრანსფერში რიკარდო როდრიგესის ჩართვას აპირებს და ამ საქმეშიც მინო რაიოლას დახმარების იმედი აქვს. მინომ სან სიროს ბინადრებს რაიან გრავენბერჩიც შესთავაზა,რომელმაც აიაქსთან კონტრაქტი სულ ახლახანს გაახანგრძლივა,თუმცა აიაქსი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published.