Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მირანტეს გაფორმებას განიხილავს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი რომას ანტონიო მირანტეს გაფორმებას განიხილავს.

მილანი მომავალი სეზონისთვის მესამე კიპერს ეძებს და 37 წლის გამოცდილი ვეტერანი, რომელსაც სეზონის ბოლოს რომასთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, პრიორიტეტული ვარიანტია.