Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მომდევნო დღეებში დალოტის გაფორმებას შეეცდება

მილანი მანჩესტერიდან დიოგო დალოტის გაფორმების იმედს არ კარგავს და ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში როსონერი წითელ ეშმაკებთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს.

პროტუგალიელი ფეხბურთელი მილანს იჯარის წესით გასული სეზონის სტარტზე შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ მან ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა, დალოტი სტეფანო პიოლისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და მალდინის 22 წლის უკანახზელის დაბრუნება სურს.

იტალიელებს დალოტის დაბრუნება ახლაც იჯარით სურთ, თუმცა ამჯერად მისი გამოსყიდვის პერსპექტივით, წითელ ეშმაკებს კი ფეხბურთელის გაყიდვა ახლავე უნდათ და ჯერჯერობით უარზე არიან, მაგრამ მალდინის იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის მილანში დაბრუნების სურვილი ინგლისელებს აზრს შეაცვლევინებს.