Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მომდევნო კვირას კიდევ 2 ტრანსფერს გააოფიციალურებს

მილანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებისთვის აქტიურად ემზადება და ტონალი-ტომორი-მენიოს ტრიოს შემდეგ, კიდევ 2 ტრანსფერის დახურვას მომდევნო კვირას გეგმავს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანს მომდევნო კვირაში მადრიდის რეალიდან ბრაჰიმ დიასი, ჩელსიდან კი ოლივიე ჟირუ შეუერთდება.

როსონერის ჟირუს სანაცვლოდ 1 მილიონის გადახდა მოუწევს, რასაც ამდენივე ბონუსების სახით დაემატება, თავად ფრანგი ფორვარდი კი გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო 4 მილიონი იქნება.

ბრაჰიმ დიასს რაც შეეხება, 21 წლის ფეხბურთელს მილანი კვლავ იჯარით დაიმატებს, რის სანაცვლოდაც ბლანკოსს 3 მილიონს გადაუხდის, შემდგომში კი მისი გამოსყიდვა 22 მილიონის სანაცვლოდ ექნება, თუმცა კონტრაქტში იქნება მითითებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც ესპანელებს მისი დაბრუნება 27 მილიონის სანაცვლოდ შეეძლებათ, მაგრამ ეს პუნქტი აქტიური მხოლოდ 2022 წლის ბოლომდე იქნება.