Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ნანტის ფორვარდის წარმომადგენლებს შეხვდა

მილანი ახალგაზრდა ტალანტების ძიებას საფრანგეთში განაგრძობს და ამჯერად როსონერის ყურადღება ნანტის ფირვარდმა კოლო მუანიმ მიიქცია.

23 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 17 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას როგორც ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, ასევე ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, რაც მას უფრო მიმზიდველ კანდიდატურად აქცევს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ფრანგულ გუნდთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერის მისი გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება. გუშინ პაოლო მალდინი და ფეხბურთელის აგენტი ერთმანეთს Casa Milan-ში შეხვდნენ და MilanNews-ის ცნობით, მილანი ფრანგი ფორვარდის გაფორმებით სერიოზულად ინტერესდება…