Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ნაპოლის ვინგერის ტრანსფერზე მუშაობას ანახლებს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანი ნაპოლის შემტევის ადამ ოუნას გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

როსონერი უკვე რამდენიმე კვირაა მარჯვენა ვინგერის ძიებაშია და კროტონედან ჟუნიორ მესიასის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მილანს იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ადამის გაფორმებას მოახერხებენ.

ლუჩიანო სპალეტიმ 24 წლის ალჟირელის შენარჩუნების იმედი გამოთქვა, ამიტომ მილანს პარტენოპეის დარწმუნება, რომ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ფეხბურთელი გაუშვას და შემადგენლობა დაასუსტოს, გაუჭირდება.