Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ნუნო მენდეშის ტრანსფერზე გააქტიურდა

ნუნო მენდეში ევროპული ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდად ითვლება და ლისაბონის სპორტინგი მზად არის, 18 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს შეელიოს, თუმცა ამის გაკეთება იაფი სიამოვნება არ იქნება.

პორტუგალიელი მარცხენა მცველი არაერთი ევროპული გრანდის სატრანსფერო სამიზნეამ მათ შორის მისი გაფორმება იუვენტუსს, ინტერს, მილანს და მადრიდის რეალს სურთ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბოლო დღეებში მილანი ფეხბურთელის ტრანსფერზე გააქტიურდა და მის აგენტთან მოლაპარაკებები წამოიწყო. როსონერი სეზონის ბოლომდე ლოდინს არ აპირებს და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში მოახერხებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას მოითხოვს სპორტინგი მის სანაცვლოდ, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მენდეშს დიდი მომავალი აქვს და მის გაფორმებას არც ერთი გუნდი არ ინანებს.