Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ორი ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის

გამოცემა Giornale-ს ინფომრაციით, მილანი უახლოეს დღეებში ორ ტრანსფერს დაადასტურებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ორიდან ერთ-ერთი ცენტრალური მცველი იქნება და წყაროს ინფომრაციით როსონერიმ არჩევანი სტრასბურგის მოჰამედ სიმაკანზე შეაჩერა. არაერთმა იტალიურმა თ ფრანგულმა წყარომ დაადასტურა, რომ როსონერიმ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ფრანგულ გუნდთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

მეორე ფეხბურთელი კი, Giornale-ს მტკიცებით, ბარსელონას ნახევარმცველი – რიკი პუიგია. 21 წლის ფეხბურთელის სახელი მილანის რადარზე ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ფიგურირებს და როგორც ჩანს, მალდინი-მასარას დუეტი კიდევ ერთ უნიჭიერეს ახალგაზრდას გაიფორმებს.