მილანი ორ ფეხბურთელს გამოისყიდის

მილანი სიმონ კიაერის და ალექსის საელმეკერსის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტის ამოქმედებას და ფეხბურთელების საბოლოოდ გაფორმებას გეგმავს.

ორივე მათგანმა რომას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

ორივე ფეხბურთელის გამოსყიდვა მილანს 7 მილიონ ევროდ შეუძლია.მათი ღირებულება 3.5-3.5 მილიონი ევროა და მილანმა მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

Leave a Reply

Your email address will not be published.