Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი პაკეტას გაყიდვას ვერ ახერხებს…

მომავალი სეზონი უფრო და უფრო ახლოს არის, თუმცა როსონერი ფეხბურთელების გაყიდვას, დამატებითი ფულის მოძიებას და სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას ვერ ახერხებს.

ყველაზე დიდი პრობლემა კი გუნდისთვის ლუკას პაკეტაა, რომელსაც როსონერი სხვადასხვა გუნდებს სთავაზობს, თუმცა უშედეგოდ…

მილანი ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოყენებას ფიორენტინას ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერში ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო.

შემდეგ დიავოლოს ბრაზილიელი ფეხბურთელის ჩართვა ბენფიკას ფლორენტინო ლუისის ტრანსფერში სურდა, თუმცა მისი შეძენა არც პორტუგალიურმა გუნდმა ისურვა…

პაკეტას შეძენის სურვილი, რომელსაც დღეს 23 წელი შეუსრულდა, არც ერთ გუნდს არ გამოუთქვამს და თუ მილანი მის გაყიდვას ვერ მოახერხებს, როსონერი შეტევის გაძლიერებას მხოლოდ ბრაჰიმ დიასის გაფორმებით შეეცდება, რომელიც მადრიდის რეალიდან დიდი ალბათობით გუნდს იჯარით შეუერთდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.