Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პაკეტას ვესტ ჰემში ტრანსფერით მსუყე თანხას მიიღებს

Sky Sport-ის ინფორმაციით, ვესტ ჰემი და ლიონი ბრაზილიელი ფეხბურთელის ლუკას პაკეტას ტრანსფერზე შეთანხმდნენ, რითიც მილანი საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას მიიღებს.

წყაროს ცნობით, ვესტ ჰემი ფრანგებს პაკეტას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც, მის კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით, მილანს 15 პროცენტი, ანუ 9 მილიონი ევრო ჩაერიცხება.

არ არის გამორიცხული, რომ იტალიურმა გრანდმა, თუ პაკეტას ტრანსფერი საბოლოოდ დადასტურდა, მიღებული თანხა სატრანსფერო ბიუჯეტს დაამატოს და უფრო მაღალი დონის ნახევარმცველის გაფორმება სცადოს.