Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი პალმეირასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

როსონერი პალმეირასის მარცხენა მცველის, მატიას ვინას გაფორმებას ცდილობს და ბრაზილიელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დიავოლო რიკარდო როდრიგესმა უკვე დატოვა და ტორინოში გადაბარგდა, დიეგო ლაქსალტს დიდი ალბათობით იგივე ბედი ეწევა და მილანი ისეთი ფეხბურთელის ძიებაშია, ვინც ტეო ერნანდესს დასვენების საშუალებას მისცემს.

ვინა როსონერიში გადასვლასთან ახლოს ჯერ კიდევ იანვარში იყო, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა ბრაზილიაში გადაბარგება არჩია.

პალმეირასი 22 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მილანს ამ თანხის შემცირების იმედი აქვს. ფეხბურთელმა გასულ სეზონში მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი არც გოლით და არც საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია.

Leave a Reply

Your email address will not be published.