Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პარმას მცველის დამატებას ცდილობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი პარმას მარცხენა მცველის ჯუზეპე პეცელას დამატებას ცდილობს, რომელიც ტეო ერნანდესის შემცვლელად მოიაზრება.

წყაროს ცნობით, 23 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა პარმას სერია ბ-ში დაქვეითების შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარი თქვა და მისი წარმომადგენლები ახალი გუნდის ძიებაში არიან.

პეცელას კონტრაქტი პარმასთან 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მილანი მზად არის პარმას ფეხბურთელის იჯარა შესთავაზოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.