Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პელეგრის გამოსყიდვას გეგმავს ?

როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს მილანის სათაო ოფისს გუნდის ახალგაზრდა ფორვარდის პიეტრო პელეგრის აგენტი ეწვია და მხარეებს შორის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა.

20 წლის შემტევი მილანში არენდის წესით ასპარეზობს და მილანს მისი 6 მილიონად გამოსყიდვის უფლება აქვს.

დანიელე ლონგოსა და ანტონიო ვიტელოს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ მან მიმდინარე სეზონში თავი საუკეთესო კუთხით ვერ წარმოაჩინა, პაოლო მალდინის ფეხბურთელის პოტენციალის სწამს და როსონერი პელეგრის გამოსყიდვას, შემდეგ კი იჯარით გასხვისებას სერიოზულად განიხილავს.

წყაროს ცნობით, მისი არენდით ჯენოა და ტორინო ინტერესდებიან.