Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი პეცელას ტრანსფერზე მუშაობს

მილანი ფიორენტინას ცენტრალური მცველის, გერმან პეცელას შეძენას ცდილობს და ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელის აგენტი მილანის სათაო ოფისთან დააფიქსირეს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, 29 წლის არგენტინელის აგენტი მილანში ფეხბურთელის კონტრაქტის პირადი დეტალების შესათანხმებლად ჩაფრინდა.

ფიორენტინამ პეცელას ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით არგენტინელი იებში დარჩენას აღარ აპირებს და მას მილანში თამაში სურს.

პეცელა ფიორენტინაში 2017 წელს გადავიდა და იების მაისურით 104 მატჩის ჩატარება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.