Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პეცელას ტრანსფერს განიხილავს

როსონერის დაცვის ცენტრალურ ზონაში გაძლიერება ესაჭიროება და ამის შესახებ სტეფანო პიოლის კომენტარი უკვე შემოგთავაზეთ.

მილანისთვის პრიორიტეტული ვარიანტები სეტ-ეტიენის უესლი ფოფანა და ფიორენტინას ნიკოლა მილენკოვიჩი არიან, თუმცა მათი ღირებულებიდან გამომდინარე გუნდი პარალელურად უფრო იაფ ვარიანტსაც ეძებს და ასეთს კვლავ ფიორენტინაში მიაგნო.

საქმე 29 წლის არგენტინელ ფეხბურთელს, გერმან პეცელას ეხება, რომელსაც ფიორენტინასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და იები მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა მის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.