Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პიოლისთან კონტრაქტს მომდევნო კვირას გაახანგრძლივებს

სტეფანო პიოლისა და მილანს შორის მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე გრძელდება და იტალიური წყაროების ცნობით, როსონერი ოფიციალურ განცხადებას ამ საკითხზე მომდევნო კვირას გააკეთებს.

MilanNews-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შესათანხმებელი მცირე დეტალები დარჩა და მილანი პიოლისთან კონტრაქტს გუნდის გენერაული დირექტორის ივან გაზიდისის დაბრუნები შემდეგ გააოფიციალურებს, რომელიც ხორხის კიბოს ნიუ იორკში ებრძვის.

წყაროს ცნობით, პიოლი, რომლის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება, როსონერის რიგებში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი წლიური გასამრჯელო 2.5 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზრდება.