Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პიოლის არ დაითხოვს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი პიოლის იმ შემთხვევაშიც კი არ დაითხოვს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ვერ მოახერხებს.

ლაციოსთან მარცხის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ როსონერის ხელმძღვანელობა პიოლის გაშვებას გეგმავდა, მაგრამ Tuttosport-ის მტკიცებით, იტალიელი სპეციალისტის მომავალს მინიმუმ ერთი წელი გუნდში არაფერი ემუქრება.

სტეფანოს კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულს იწურება და მხარეები თანამშრომლობას მინიმუმ მის დასრულებამდე აპირებენ.