Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პიოლის პოტენციური შემცვლელების ძიებას შეუდგა

იტალიური გამოცემა CalcioStyle-ის ინფორმაციით, მილანის ხელმძღვანელობა სტეფანო პიოლის პოტენციური შემცვლელის ძიებას შეუდგა და 4 კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, 2023 წლის კატასტროფული სტარტისა და ცუდი თამაშის ფონზე, როსონერის ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის შეცვლას სერიოზულად განიხილავს.

გამოცემის მტკიცებით, როსონერის ხელმძღვანელობა ლუის ენრიკეს, მაურო ტასოტის, იგნაციო აბატესა და დანიელე ბონერას კანდიდატურებს სწავლობს, თუმცა ჯერჯერობით პიოლის გაშვება გადაწყვეტილი არ არის და მას სიტუაციის გამოსწორების შანსი კიდევ მიეცემა.