Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი პირველ ტრანსფერთან ახლოს არის

როსონერი ბენფიკას ნახევარმცველის,ფლორენტინო ლუისის გაფორმებასთან ახლოს არის.იტალიელები ბენასერის მეწყვილეს ეძებენ და პრიორიტეტი სწორედ ბენფიკას ფეხბურთელა.

20 წლის ფეხბურთელს გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევრო აქვს მითითებული,თუმცა ბენფიკამ მისი 40 მილიონად გაყიდვის მზადყოფნა გამოთქვა.

ბევრი სხვა გრანდის ინტერესის მიუხედავად,Calciomercato-ს ცნობით მილანმა და ბენფიკამ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.მილანი ფეხბურთელს 2-წლიანი იჯარის წესით აიყვანს,შემდგომში გამოსყიდვის აუცილებლობით.