Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პირველ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაყიდის

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, უახლოეს საათებში მილანის შემადგენლობას ზაფხულში პირველი ფეხბურთელი დატოვებს და ეს დიეგო ლაქსალტი იქნება.

წყაროს ცნობით, ურუგვაელი უკანახაზელი კარიერას რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის დინამოს შემადგენლობაში გააგრძელებს.

მილანმა ლაქსალტი ჯენოადან 2018 წელს, 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა როსონერის რიგებში მხოლოდ 35 მატჩი ჩაატარა და ბოლო პერიოდში სხვადასხვა გუნდში იჯარის წესით თამაშობდა. მისი მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მილანი 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 3.5 მილიონს მიიღებს.