Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პობეგას დაკარგვას არ აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტორინომ მილანთან ტომაზო პობეგას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება სცადა, თუმცა როსონერი ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის გასხვისებას არ აპირებს.

მილანის საკუთრებაში მყოფი პობეგა ტორინოს რიგებს სეზონის სტარტზე შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ტურინელებს კონტრაქტის მიხედვით 22 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ, ამიტომ როსონერისთან მოლაპარაკებების დაწყება და გამოსასყიდი პუნქტის ჩამატება სცადეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

PianetaMilan-ის ინფორმაციით, პობეგა მილანისთვის სამომავლო პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ის მომდევნო სეზონიდან როსონერის ძირითადი გუნდის წევრი იქნება.