Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პოლიტანოს ტრანსფერს განიხილავს

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანმა ნაპოლის მატეო პოლიტანოს შესახებ მიმართა და ფეხბურთელის ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა მისი გაფორმება მარტივი ოპერაცია არ იქნება.

მალდინი-მასარას დუეტი მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობენ და სხვა რამდენიმე ვარიანტთან ერთად, პოლიტანოს კანდიდატურასაც განიხილავენ.

დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში ხელშეუხებელი არც ერთი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ როსონერის მისი დარწმუნება ძალიან გაუჭირდება.

იჯარით გატარებული 1 სეზონის შემდეგ, პარტენოპეიმ პოლიტანო ინტერიდან 19 მილიონის სანაცვლოდ გამოისყიდა და ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 50 მატჩში 12 გოლი გაიტანა, რასაც 5 საგოლე გადაცემაც დაუმატა და პარტენოპეი 28 წლის იტალიელ ვინგერს 30 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა, ამ თანხას კი როსონერი სავარაუდოდ არ გადაიხდის.