Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პორტუსთან კორონას ტრანსფერზე ვერ თანხმდება

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და იმის მიუხედავად, რომ მილანმა ტრანსფერების მხრივ საკმაოდ იაქტიურა, გუნდს რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება კვლავ სჭირდება.

ერთ-ერთი ასეთი მარჯვენა ფლანგია, სადაც სტეფანო პიოლი სამუ კასტილეხოს შემცვლელს უკვე დიდი ხანია ითხოვს.

მალდინი-მასარას დუეტი პორტუდან 28 წლის მექსიკელი ფეხბურთელის ხესუს კორონას ტრანსფერზე მუშაობს, მაგრამ პორტუსთან სატრანსფერო ფასზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

მილანი პორტუგალიელებს კორონას სანაცვლოდ, რომელსაც კონტრაქტი პორტუსთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება, 10 მილიონ ევროს სთავაზობს, დრაკონებს კი 15 მილიონის მიღება სურთ და დათმობაზე წასვლას არ აპირებენ…