Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი პსჟ-ს ნახევარმცველს გაიფორმებს

მილანი ლიგა 1-ის ორი ფეხბურთელის გაფორმებას ცდილობს, რომლებიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან.

პირველი მათგანი პსჟ-ს ნახევარმცველი იულიან დრაქსლერია, რომელმაც ფრანგებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და ახალი გუნდის ძიებაშია. დიავოლოს კონკურენციას სევილია უწევს, თუმცა ესპანური გამოცემა La Colina De Nervion-ის ინფორმაციით, როსონერი ჯერჯერობით უკეთეს პოზიციაზეა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის გაფორმებისთვისაც სევილია – მილანი პაექრობენ, მარსელის ფეხბურთელი ფლორან ტაუვინია. MilanNews-ის ინფორმაციით, მალდინი ფეხბურთელის აგენტთან ხშირ კონტაქტზეა და და არ არის გამორიცხული, რომ ორივე მათგანი მილანს ზაფხულში უფასოდ შეუერთდეს.