Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, თუმცა…

MilanLive-ს ინფორმაციით, მილანი PUMA-სთან თანამშრომლობით კმაყოფილია და გერმანულ კომპანიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ მათგან მეტი თანხის მიღების იმედი აქვს.

მილანმა ადიდასთან კონტრაქტი 3 წლის წინ გაწყვიტა და ხელშეკრულება პუმასთან გააფორმა. მიმდინარე კონტრაქტი მხარეებს შორის 2023 წელს იწურება და როსონერი სეზონში გერმანული კომპანიისგან 16 მილიონ ევროს იღებს, რაც ევროპის ტოპ გუნდებთან შედარებით საკმაოდ მცირე მაჩვენებელია. მაგალითისთვის, ადიდასი იუვენტუსს სეზონში 56 მილიონ ევროს უხდის.

მილანი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ბრენდია, ამიტომ კონტრაქტის გახანგრძლივების და გაუმჯობესებული პირობების შეთავაზების წინააღმდეგი არც PUMA იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს.