Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჟირუს აგენტს შეხვდა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, გუშინ ოლივიე ჟირუს აგენტსა და მილანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა და მხარეებმა ვეტერანი ფეხბურთელის ტრანსფერი კიდევ ერთხელ განიხილეს.

წყაროს ცნობით, მილანი მზად არის ჟირუს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სეზონში კი ანაზღაურების სახით 3.5 მილიონი ევრო შესთავაზოს, მაგრამ როსონერის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ჟირუს სანაცვლოდ ფულის გადახდას არ აპირებენ და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებენ, თუ ის თავისუფალი აგენტი იქნება.