Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჟირუს სანაცვლოდ ფულის გადახდას არ აპირებს

ბოლო დღეებში მილანი ოლივიე ჟირუს ტრანსფერზე აქტიურობდა და იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ფრანგი ფორვარდის მილანში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად 34 წლის ფეხბურთელმა ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც შემდეგში ჟირუს აგენტმა ახსნა, ჩელსიმ კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენა, რომელიც ინგლისურ გუნდებს ჟირუს უფასოდ გაფორმების საშუალებას არ მისცემს, თუმცა უცხოურ გუნდებს ფეხბურთელის ტრანსფერზე პრობლემები არ შეექმნება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჟირუ მილანის სასურველი ფეხბურთელების სიაში რჩება, თუმცა მილანმა ფეხბურთელის აგენტს მკაფიოდ განუცხადა, რომ გუნდი მის გასაფორმებლად ფულის დახარჯვას არ აპირებს და თუ ჩელსი რაიმე სახის კომპენსაციას მოითხოვს, როსონერი ჟირუს ალტერნატივებზე გადაერთვება.

გათიშვა