Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჟორჟეს ტრანსფერზე გადაერთო

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ოლივიე ჟირუს ტრანსფერის მოგვარების შემდეგ როსონერი კიდევ ერთი ფორვარდის, ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტის კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე გადაერთო და ფეხბურთელების წარმომადგენლებთან აქტუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ჟირუ მილანში სამედიცინო შემოწმებას მომდევნო სავარაუდოდ ხვალ გაივლის და გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მაგრამ როსონერი მომავალზე ფიქრს განაგრძობს და მათ 19 წლის სანტოსის ბრაზილიელი შემტევი სურთ.

ჟორჟეს კონტრაქტი ბრაზილიურ გუნდთან მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება და როსონერის ზამთარში მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება, მაგრამ დიდი კონკურენციის გამო როსონერი მზად არის ფეხბურთელი ახლავე გაიფორმოს და მის სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადოს.