Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჟორჟეს ტრანსფერზე არ ნებდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი სანტოსის ფორვარდის კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს და ბრაზილიურ გუნდს ახალი წინადადებით მიმართა.

ჟორჟე უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მილანის სატრანსფერო რადარზე მოექცა და ისიც იწერებოდა, რომ როსონერის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა ბოლო დღეებში მის ტრანსფერზე იუვენტუსი გააქტიურდა და დაწინაურდა კიდეც.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანმა სანტოსს ჟორჟეს სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო შესთავაზა და იმედი აქვს ბრაზილიელებისთვის ეს წინადადება საკმარისი იქნება, თუმცა წყაროს ცნობით მალდინი 19 წლის ფორვარდის სანაცვლოდ მეტის გადახდას არ აპირებს…