Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რამადანთან ორი ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, დღეს მილანს ცნობილი აგენტი ფალი რამადანი ეწვევა და მხარეები ორი ფეხბურთელის მილანში ტრანსფერს განიხილავენ.

პირველი მათგანი ლუკა იოვიჩია, ფეხბურთელი, რომელიც იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მოიაზრება და რომლის გაშვების წინააღმდეგი არც მადრიდის რეალია, თუმცა როსონერი სერბი ფეხბურთელის გაფორმებას ახლა არ აპირებს და მხოლოდ იჯარაზეა თანახმა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

მეორე ფეხბურთელი კი ფიორენტინას ცენტრალური მცველი ნიკოლა მილენკოვიჩია, რომელმაც იებთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უკვე იუარა და გუნდის დატოვება სურს, თუმცა მილანს მისი გაფორმება 35-40 მილიონი ევრო დაუჯდება…