Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი რბოლას გამოეთიშა,მილიკი იუვენტუსს უახლოვდება

არკადიუშ მილიკის ნაპოლიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მისი შეძენის სურვილი ინტერმა,იუვენტუსმა და მილანმა გამოთქვეს.

მილანი მზად იყო,რომ პოლონელის სანაცვლოდ ტრანსფერში ფრენკ კესი ჩაერთო,რომელიც ჯენარო გატუზოს ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და იტალიელი სპეციალისტი ნაპოლიში ალანის შემცვლელად სწორედ მას განიხილავდა,თუმცა მილიკმა ამ ტრანსფერზე უარი განაცხადა.

არკადიუშ მილიკმა ნაპოლისთან ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა იუარა და გუნდის ხელმძღვანელობას ამცნობა,რომ იუვენტუსის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

მილიკი ინტერის სატრანსფერო სიაშიც არის,თუმცა მისი შეძენა ნერაძურისთვის პრიორიტეტი ნამდვილად არ არის და როგორც ჩანს,იუვენტუსი პოლონელს მარტივად გაიფორმებს.მისი სატრანსფერო ღირებულება 40-45 მილიონამდე მერყეობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.