Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რეალის ვინგერის გაფორმებას ეცდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, მილანი მარკო ასენსიოს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მის გაფორმებაზე მუშაობას გეგემავს.

ასენსიოს მილანს გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა რეალმა ესპანელი ფეხბურთელის გაშვება არ ისურვა.

26 წლის ფეხბურთელს, რომლის გუნდში ხილვა პირადად პაოლო მალდინის სურს, მიმდინარე კონტრაქტი ბლანკოსთან სეზონის ბოლოს ეწურება, რაც როსონერის მისი სრულიად უფასოდ გაფორმების საშუალებას აძლევს.