Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რეალის კიდევ ერთი ფეხბურთელით ინტერესდება

ბოლო წლებში მილანსა და რეალს შორის არაერთი ტრანსფერი თუ იჯარა განხორციელდა და Calciomercato-ს ინფორმაციით, მხარეები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

წყაროს ცნობით, მილანი ზაფხულში 24 წლის ესპანელი ნახევარმცველის დანი სებალოსის დამატებას იჯარის წესით შეეცდება.

ცენტრალურმა ნახევარმცველმა გასული სეზონი იჯარის წესით არსენალში გაატარა და 40 ჩატარებულ მატჩში 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მისი იჯარა უკვე ამოიწურა და ის მადრიდის რიგებს დაუბრუნდა, თუმცა ფეხბურთელი ანჩელოტის გეგმებში არ შედის და მილანს მისი იჯარით დამატება სურს.