Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რეალის ფორვარდის ტრანსფერს მიუბრუნდა

ესპანური მედიის ცნობით, მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის რეალის ფორვარდის ლუკა იოვიჩის გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება.

მალდინი იოვიჩის გაფორმებას გასულ ზაფხულს აქტიურად ცდილობდა, თუმცა მხარეებმა სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ და საბოლოოდ 23 წლის სერბი იჯარის წესით ფრანკფურტში გადაბარგდა.

იოვიჩი რეალის განკარგულებაში უკვე დაბრუნდა, თუმცა ის ბლანკოსის გეგმებში აღარ შედის და ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, რეალი მზად არის ფრანკფურტიდან 2019 წელს 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნაყიდი ფეხბურთელი 20-25 მილიონად გაასხვისოს…

გათიშვა