Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რეალის ფორვარდის გაფორმებას გეგმავს

რამდენიმე სპორტული გამოცმის მტკიცებით, მილანი ზაფხულში კარიმ ბენზემას ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

DiarioGol-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი ზაფხულში ახალი ცხრიანის გაფორმებას გეგმავს, კერძოდ კი მათი მთავარი სამიზნე ერლინგ ჰაალანდი იქნება და ბენზემასთვის გუნდში ადგილი აღარ დარჩება.

ბენზემას მილანის გარდა რამდენიმე ჩინური და ამერიკული გუნდი და ლიონი ეპატიჟება, თუმცა წყაროს ინფორმაციით როსონერის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და პირველი მოლაპარაკებები გამართეს.

ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, მილანი კარიმ ბენზემას ტრანსფერზე ზაფხულში აქტიურად იმუშავებს, თუმცა მთავარი პრობლემა ფეხბურთელის ხელფასი იქნება, რადგან ფრანფი ფეხბურთელი სეზონში 9.5 მილიონ ევროს იღებს…