Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რეალის 4 ფეხბურთელის გაფორმებას გეგმავს

joviმილანი და რეალი ბრაჰიმ დიასის ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ და მიმდინარე კვირის ბოლომდე ესპანელი ფეხბურთელი როსონერის რიგებში დაბრუნდება, თუმცა მის გარდა მალდინის გუნდში რეალის კიდევ 3 ფეხბურთელის ხილვა სურს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანს ლუკა იოვიჩის, დანი სებალოსის და ალვარო ორდიოსოლას დამატება უნდა.

ლუკა იოვიჩი, რომელიც უკვე დიდი ხანია მილანის სასურველი ფეხბურთელების სიაში იმყოფება, ოლივიე ჟირუს ალტერნატივაა. ჩელსი ჯერჯერობით ვეტერანი ფრანგი ფორვარდის უფასოდ გაშვებაზე უარს ამბობს და თუ ასე გაგრძელდა, როსონერი მის მის ტრანსფერზე უარს იტყვის და მის ალტერნატივებზე გადაერთვება.

ორდიოსოლას რაც შეეხება, მას მილანი დიოგო დალოტის შემცვლელად მოიაზრებს, რადგან მანჩესტერი პორტუგალიელი ფეხბურთელის ხელმეორედ იჯარით გაშვებაზე უარს ამბობს და მალდინი-მასარას დუეტს მისი ალტერნატივის ძებნა მოუწია.

სებალოსი კი ნახევარდაცვის გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტია. კესის და ბენასერს 2022 წლის სტარტზე აფრიკის თასზე თამაში მოუწევთ და მილანს მათი შემცვლელები აუცილებლად დასჭირდება…