Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი რებიჩის აგენტს შეხვდა

დღეს როსონერის წარმომადგენლები ანტე რებიჩის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის საბოლოო დეტალები შეათანხმეს, ახლა კი მოლაპარაკებების დაწყებას აინტრახტთან აპირებენ, რომ ფეხბურთელი მილანის სრულფაოსვანი წევრი გახდეს.

26 წლის ფეხბურთელი მილანს გასული სეზონის სტარტზე, 2-წლიანი იჯარით შეუერთდა, თუმცა კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა მითითებული არ არის. საპირისპირო მხარეს კი ანდრე სილვა წავიდა და მილანს იმედი აქვს, რომ მხარეები ფეხბურთელებს გაცვლიან და ფულის დამატება დიავოლოს არ მოუწევს.

რებიჩმა გასულ სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა განსაკუთრებულად ეფექტური ის პანდემიის შემდეგ პერიოდში იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published.