Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი: რებიჩი და ტონალი თამაშს მოახერხებენ ?

Photo LaPresse - Spada September 24 , 2020 Milan Italy Soccer A.C. Milan- Season 2020-2021 - Europa League Milan vs Bodo/Glimt In the pic: Sandro Tonali PUBLICATIONxINxGERxSUIxAUTxONLY Copyright: xSpada/LaPressex

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის სამედიცინო შტაბი იმედს არ კარგავს, რომ ანტე რებიჩი და სანდრო ტონალი მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებენ.

როსონერი წლის ბოლო მატჩში 1 პოზიციის დაცვას შეეცდება, თუმცა პიოლის გუნდს მოედანზე გასვლა ძალიან დიდი დანაკლისით მოუწევს. ზლატან იბრაჰიმოვიჩის, სიმონ კიაერის, ისმაელ ბენასერის და მატეო გაბიას თამაში ტრავმების გამო გამორიცხულია, ფრანკ კესის კი დისკვალიფიკაცია აქვს და ასეთი დანაკლისის ფონზე, რებიჩის და ტონალის მზადყოფნა პიოლისთვის შესანიშნავი სიახლე იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, მილანი რებიჩის და ტონალის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.