Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რედინგის ახალგაზრდა ფეხბურთელით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ინგლისური გუნდი – რედინგის შემტევი ნახევარმცველის, მაიკლ ოლისეს ტრანსფერით ინტერესდება.

19 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. მის ანგარიშზე ჩატარებულ 21 მატჩში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერით მილანის გარდა არსენალი, ჩელსი, ლესტერი და ლიდსი ინტერესდებიან, თუმცა ჯერჯერობით რედინგთან მოლაპარაკებები არც ერთ მათგანს არ წამოუწყია და შესაძლოა მილანმა ამით ისარგებლოს და ფეხბურთელი, რომელიც დაახლოებით 10 მილიონ ევროდ არის შეფასებული, გაიფორმოს და ის რომელიმე სერია ბ-ს გუნდში იჯარის წესით გაუშვას.