Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რეიმსის ახალგაზრდა ფორვარდით ინტერესდება

ფრანგული გამოცემა Le10Sport-ის ინფორმაციით, მილანი რეიმსის შემტევის ბუალიე დიას ტრანსფერით ინტერესდება.

24 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 22 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა და ის ფრანგული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგული გუნდი სენეგალელ ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს და როსონერის ხელმძღვანელობა რეიმსის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა.