Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი რეინას შემცვლელს ეძებს

მას შემდეგ, რაც პეპე რეინა ლაციოს ოფიციალურად შეუერთდა, როსონერი ჯიჯო დონარუმას შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტად რომას ვეტერან კარის დარაჯს, ანტონიო მირანტეს განიხილავს.

დიავოლოს პირველი არჩევანი ბორმუთის ასმირ ბეგოვიჩია, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი მილანის რიგებში იჯარის წესით გაატარა, თუმცა გუნდებს შორის ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება და დიავოლო მის ალტერნატივებზე უკვე მუშაობს.

37 წლის კიპერს რომასთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება და არ არის გამორიცხული, ჯალოროსიმ ფეხბურთელი უფასოდ გაუშვას.

Leave a Reply

Your email address will not be published.