Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი რეკორდების დამყარებას განაგრძობს

როსონერი სერია ა-ში დიდებულ სვლას განაგრძობს და მილანის ისტორიაში მიმდინარე სეზონი 1954-55 წლების შემდეგ საუკეთესოა.

მილანი სერია ა-ს სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მე-2 ადგილოსან ინტერთან კომფორტული, 5-ქულიანი უპორატესობა აქვს.

სამპდორიასთან 2-1 გამარჯვების შემდეგ, გუნდს 10 მატჩში 8 მოგება დაუგროვდა და 1954-55 წლების შემდეგ, ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

მილანმა ბოლო 30 მატჩში მინიმუმ ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხა, რაც გუნდის ახალი რეკოდრი გახლავთ. აქამდე რეკორდი 1972-73 წლების მილანს ეკუთვნოდა – 29 გოლით.

დიავოლომ ბოლო 12 მატჩში მინიმუმ 2 გოლის გატანა მოახერხა, რაც 1958-59 წლების სეზონის შემდეგ გუნდს არ გაუკეთებია.

მილანმა სერია ა-ში ზედიზედ 7 გასვლითი მატჩის მოგება მოახერხეს, რაც მათ ისტორიაში მხოლოდ 2-ჯერ, 1964 წელს ნილს ლიდჰოლმა და 1993 წელს ფაბიო კაპელომ მოახერხა.