Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რივერ პლეიტის ვინგერით ინტერესდება

იტალიური წყაროების ცნობით, მილანი რივერ პლეიტის 21 წლის ვინგერის ხულიან ალვარესის ტრანსფერით ინტერესდება და არგენტინულმა გუნდმა როსონერის ფეხბურთელის ფასი უკვე შეუთვალა.

Calciomercato-ს ცნობით, იოსიპ ილიჩიჩის გაფორმების მიუხედავად მალდინის მარჯვენა ფლანგზე ახალგაზრდა ფეხბურთელის ხილვაც სურდს და იმის გათვალისწინებით, რომ ალვარესს როგორც ფორვარდის, ასევე მარცხენა გარემარბის პოზიციებზეც შეუძლია თამაში, ის იდეალური კანდიდატი იქნება.

წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის გაფორმება, რომელმაც გასულს ეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, როსონერის 25 მილიონად შეეძლება. მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად სწორედ 25 მილიონია მითითებული და რივერ პლეიტი მის უფრო იაფად გასხვისებას არ აპირებს.