Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რომანიოლისთან მოლაპარაკებებს რაიოლას გარეშე აწარმოებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი გუნდის კაპიტანთან ალესიო რომანიოლისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ამას ფეხბურთელის აგენტის მინო რაიოლას გარეშე აკეთებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯიჯო დონარუმას გუნდიდან წასვლის შემდეგ რაიოლასა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა და როსონერის წარმომადგენლებს მასთან საქმის დაჭერა არ სურთ.

წყაროს ცნობით, რაიოლას გარეშე მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები პროგრესირებს და მილანი კაპიტანს წლიური გასამრჯელოს სახით 3.5 მილიონს სთავაზობს, ალესიო კი თავის მხრივ 4,5 მილიონს ითხოვს.