Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რომანიოლის არ გაყიდის, თუმცა არც კონტრაქტს გაუხანგრძლივებს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ალესიო რომანიოლის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა ჯერჯერობით მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აპირებს და არ არის გამორიცხული, რომ ჩალჰანოღლუ-დონარუმას სცენარი რომანიოლის მიმართებაშიც ვიხილოთ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, როსონერის უმნიშვნელოვანესი სეზონის წინ ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს და გუნდის დატოვება არც რომანიოლის არ უნდა, მაგრამ მისი მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და ეს ორივე მხარისთვის დიდი პრობლემაა.

ფეხბურთელის აგენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლაა და გასაკვირი არ არის, რომ არც თუ ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად, ის რომანიოლისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვს, რასაც როსონერი რა თქმა უნდა არ აპირებს.

წყაროს ცნობით, მილანი რომანიოლის თამაშს სეზონის მსვლელობისას დააკვირდება და თუ მან ძველებური ფორმა დაიბრუნა, ასეთ შემთხვევაში მალდინი ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს ზამთარში წამოიწყებს.