Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რომანიოლის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანი მზად არის გუნდის კაპიტანს ალესიო რომანიოლის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

იტალიელ ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, თუმცა Rai Sport-ის მტკიცებით, როსონერი ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლას ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

წყაროს ინფორმაციით, როსონერი მზად არის რომანიოლის კონტრაქტის 3 წლით გახანგრძლივება შესთავაზოს და მისი წლიური გასამრჯელო 3.5 მილიონიდან 4 მილიონამდე გაზარდოს, თუმცა რაიოლა მინიმუმ 6.5 მილიონს ითხოვს…