Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი რომანიოლის გაყიდვას აქტიურად ცდილობს

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ როსონერიმ ჩელსის ფიკაიო ტომორის გამოსყიდვის შესახებ უკვე აცნობა და ინგლისელი ცენტრალური მცველი როსონერის სრულფასოვანი წევრი უახლოეს დღეებში გახდება, რაც ალესიო რომანიოლის მილანიდან წასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

როსონერის კაპიტანს კონტრაქტი გუნდთან მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან და მილანს მისი გაყიდვის ბოლო შანსი აქვს. ხელშეკრულების გამო შექმნილ პრობლემებს რომანიოლის უკმაყოფილებაც ემატება, რომელიც სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და Sky Sport Italia-ს ცნობით, მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

წყაროს ინფორმაციით, მინო რაიოლამ რომანიოლი ბარსელონას უკვე შესთავაზა, თუმცა არც იუვენტუსის დავიწყება შეიძლება, რომელიც მზად არის მილანს ალესიოს სანაცვლოდ ბერნარდესკი შესთავაზოს.

გათიშვა