Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი რომანიოლის მეწყვილეს ეძებს

რალფ რანგნიკს დაცვის ხაზში ხარისხიანი კადრის მიყვანა უნდა,რომ ალესიო რომანიოლის შესაბამისი პარტნიორობა გაუწიოს და გერმანელი რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება.

კრისტოფერ აიერი(სელტიკი),ტანგი კუასი(პსჟ),რობინ კოხო(ფრაიბურგი) და ნიკოლა მილენკოვიჩი(ფიორენტინა).ამ უკანასკნელისადმი მილანის ინტერესი საიდუმლო არავისთვისაა და არც სერბი უკანახაზელია მილანში გადასვლის წინააღმდეგი.

ფიორენტინას პრეზიდენტმა მილენკოვიჩის გაყიდვაზე მზადყოფნა გამოთქვა,თუმცა 35 მილიონზე ნაკლებ წინადადებას არც განიხილავს.თუმცა მილანს სხვა გეგმები აქვს და სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ ლუკას პაკეტას ტრანსფერში ჩართვას სთავაზობს,რომელიც ფიორენტინას ინტერესთა სფეროშია.

მილენკოვიჩის ტრანსფერით,რომელსაც კონტრაქტი 2022 წელს ეწურება,ნაპოლიც არის დაინტერესებული და ასე ადვილად დანებებას არ აპირებს.